ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს, ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.
მაყაშვილს მანამდე საჯაროდ სოლიდარობა გამოუცხადეს რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, ანა სანაიამ.
ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.
ვრცლად:
ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს