მიანმარის დედაქალაქში აერობიკის ინსტრუქტორმა სამხედრო გადატრიალების დასაწყისი შემთხვევით გადაიღო. ის მუსიკის ფონზე ცეკვავდა ქვეყნის პარლამენტთან ახლოს, რა დროსაც ქუჩაში არმიის მანქანები გამოჩნდნენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობისკენ აიღეს გეზი.
კადრები, რომლებიც მიანმარელმა ინსტრუქტორმა ფეისბუქის პირად გვერდზე ატვირთა, მალე გახდა პოპულარული მთელ მსოფლიოში. ვიდეოში ჩანს, რომ ქალი ვერ ამჩნევს, როგორ გადაადგილდება კოლონა ჯერ უსაფრთხოების საგუშაგოსკენ, მისი გავლის შემდეგ კი – პარლამენტისკენ. ის ცეკვას ჩვეულებრივ აგრძელებს.
A woman did her regular aerobics class out in open without realizing that a coup was taking place in #Myanmar. A Military convoy reaching the parliament can be seen behind the woman as she performs aerobics. Incredible! pic.twitter.com/gRnQkMshDe
— Aditya Raj Kaul (@AdityaRajKaul) February 1, 2021
ხსენებული ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, ინსტრუქტორმა ფეისბუქზე განათავსა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც გააერთიანა იმავე ტერიტორიაზე გადაღებული ძველი ვიდეოები. მისი თქმით, კადრები ნამდვილია და აერობიკის ვიდეოებს იმავე ადგილას თითქმის 1 წლის განმავლობაში იღებდა.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება ორშაბათს, პირველ თებერვალს მოხდა. ძალაუფლება არმიამ აიღო, ქვეყნის ლიდერები დააპატიმრა და 1-წლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მომხდარი არაერთმა სახელმწიფომ დაგმო, აშშ კი სანქციებით დაემუქრა მიანმარს იმ შემთხვევაში, თუ სამხედროები უკან არ დაიხევენ.
გადატრიალება მიანმარში: ბაიდენი ქვეყანას სანქციებით ემუქრება