ახალი ამბები

მსჯავრდებულის თქმით, აბები პროტესტის ნიშნად დალია; ის შეუძლოდ გახდა

6 დეკემბერი, 2020 • 859
მსჯავრდებულის თქმით, აბები პროტესტის ნიშნად დალია; ის შეუძლოდ გახდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 25 ნოემბერს, მსჯავრდებულმა გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში დამამშვიდებელი პრეპარატის აბები დალია და შეუძლოდ გახდა.

უწყება ოფიციალურ პასუხში წერს, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„2020 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 17:15 სთ-ზე N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა თავის საკანში დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს და უთხრა, რომ იყო შეუძლოდ, ვინაიდან პროტესტის ნიშნად დალია რამდენიმე აბი დამამშვიდებელი პრეპარატი, რაც იმ დროისთვის ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული. პროტესტის მიზეზი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც პატიმარს საქართველოს სსკ 177-ე მუხლით (ქურდობა) მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა,“ – წერია განცხადებაში, რომელიც უწყებამ ნეტგაზეთს წერილობით გამოუგზავნა.

სამსახური ამბობს, რომ მსჯავრდებულს ექიმის კონსულტაცია გაუწიეს, გადაიყვანეს კლინიკაში, საიდანაც, შესაბამი სამედიცინო მომსახურების შემდეგ, 27 ნოემბერს გაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი