ახალი ამბები

“სამივე დამნაშავე დაკავებულია” — მინისტრი გაქცეულ პატიმრებზე

2 ნოემბერი, 2023 • 1719
“სამივე დამნაშავე დაკავებულია” — მინისტრი გაქცეულ პატიმრებზე

“ავერსის” კლინიკის შენობიდან გუშინ, 1 ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ავრცელებს.

მისი განცხადებით, გაქცეულ პატიმრები შესაბამისად დაისჯებიან:

“სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი”, — წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

პატიმრები გუშინ, 1 ნოემბერს “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც გაიპარნენ კლინიკის შენობიდან.

აღნიშნულ საქმეზე დააკავეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი