ახალი ამბები

სამ გაქცეულ პატიმარს ისევ ეძებენ

2 ნოემბერი, 2023 • 869
სამ გაქცეულ პატიმარს ისევ ეძებენ

“ავერსის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმებიდან გაქცეულ სამ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

პატიმრები თბილისში მდებარე კლინიკიდან გუშინ, 1 ნოემბერს, შუადღისით გაიქცნენ.

გაქცევიდან რამდენიმე საათში მათ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიმართა და ჩაბარებისკენ მოუწოდა. მინისტრმა ასევე პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართა და თქვა, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია და ნებისმიერი პირი, ვინც მათ დაეხმარება, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვისაც უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი