ახალი ამბები

ოპერატორს სახეში წყლის ჭავლი მოხვდა, დაუზიანდა თვალი – ტვ პირველი

9 ნოემბერი, 2020 • 1243
ოპერატორს სახეში წყლის ჭავლი მოხვდა, დაუზიანდა თვალი – ტვ პირველი

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს, ცესკოსთან აქციის დროს თვალი დაუზიანდა. ინფორმაციასა და ფოტოს ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ავრცელებს.

TV პირველის ოპერატორი

Posted by Nata Kajaia on Sunday, 8 November 2020

როგორც ტელეკომპანიის ეთერში ჟურნალისტები ყვებიან, ოპერატორს სახეში წყლის ჭავლი მოხვდა და მას მალე გადაიყვანენ კლინიკაში.

მანამდე თვალი დაუზიანდა ერთ-ერთ მომიტინგეს, ზაზა გუგავასაც. როგორც მისი მეუღლე, ინგა გუგავა ნეტგაზეთთან ამბობს, ზაზა გუგავამ, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანია, დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც შსს-მ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ამავე აქციაზე დასველების შემდეგ შეუძლოდ გახდა „ფორმულას“ ოპერატორიც.

“წყლის ძლიერი ჭავლი მოხვდა” – ცესკოთან მოქალაქეს თვალი დაუზიანდა

მასალების გადაბეჭდვის წესი