ახალი ამბები

ცესკოსთან დაკავებულთა ნაწილს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

9 ნოემბერი, 2020 • 1142
ცესკოსთან დაკავებულთა ნაწილს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

გუშინ, 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 19 მოქალაქიდან სამს სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ორი კი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, დანარჩენი დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის ცნობილი არაა.

პოლიციამ 8 ნოემბერს საპროტესტო აქციის მიმდინარეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით 19 პირი დააკავა. გამოძიება ასევე დაიწყო სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი