ახალი ამბები

წყლის ჭავლით დასველების შემდეგ ოპერატორი შეუძლოდ გახდა – ფორმულა

9 ნოემბერი, 2020 • 1005
წყლის ჭავლით დასველების შემდეგ ოპერატორი შეუძლოდ გახდა – ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფორმულას ოპერატორი შეუძლოდ გახდა.

იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.

ფორმულას ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი წყლის ჭავლის დროს სრულიად დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა.

ტელეკომპანია ამბობს, რომ დაშავებულ ოპერატორს კლინიკაში ათბობენ, ექიმები მას მთელი ღამის განმავლობაში დააკვირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი