ახალი ამბები

აქტივისტები, რომლებსაც შეშა გადაჰქონდათ, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა

9 ნოემბერი, 2020 • 1134
აქტივისტები, რომლებსაც შეშა გადაჰქონდათ, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა

“სირცხვილიას” აქტივისტები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ტომარა შეშით გადაადგილდებოდნენ, პოლიციის 6-მდე ეკიპაჟმა გააჩერა.

აქტივისტი ნოდარ რუხაძე ფეისბუკ-ლაივში აცხადებს, რომ პოლიციამ მათ უთხრა, შეშით გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.

აქტივისტებს პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ მალე კომენდანტის საათი იწყებოდა და ეკითხებოდნენ, თუ სად ცხოვრობდნენ. პოლიციამ აქტივისტები ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსამდე მიაცილეს, სადაც აქტივისტებმა შეშა შეიტანეს.

“სირცხვილიას” აქტივისტები რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან ღამის გათევას გეგმავენ და ამბობენ, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებულ კომენდანტის საათს, რომელსაც ზურგს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ უმაგრებს, არ დაემორჩილებიან.

“შინაარსობრივად არაკონსტიტუციური”- რა განასხვავებს “წერტილოვან შეზღუდვას” კომენდანტის საათისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი