ახალი ამბებისაზოგადოება

რუსთაველის გამზირზე 18.00 საათიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

9 ნოემბერი, 2020 • 1591
რუსთაველის გამზირზე 18.00 საათიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს 18.00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე  შეიკრიბნენ მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების ხელახლა დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

“სირცხვილიას” აქტივისტები რუსთაველის გამზირზე დარჩენას აპირებენ 22.00 საათის შემდეგაც, როცა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება გადაადგილებაზე. პოლიტიკურმა ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, 22.00 საათის შემდეგ აქციაზე დარჩენის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ.

ნახეთ: იქნება თუ არა კანონიერი 22.00 საათის შემდეგ მომიტინგეების დააჯარიმება

ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ და გიგი უგულავამ “ევროპული საქართველოდან” განაცხადეს, რომ თავად რჩებიან აქციაზე და აპროტესტებენ უკანონო შეზღუდვებს.


გუშინ, 8 ნოემბერს საპროტესტო აქციები, რომლებზეც ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა. უფლებამდაცველებმა ეს ძალის არაპროპოციულ გამოყენებად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი