ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს, ცესკოსთან აქციის დროს თვალი დაუზიანდა. ინფორმაციასა და ფოტოს ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიის ეთერში ჟურნალისტები ყვებიან, ოპერატორს სახეში წყლის ჭავლი მოხვდა და მას მალე გადაიყვანენ კლინიკაში.

მანამდე თვალი დაუზიანდა ერთ-ერთ მომიტინგეს, ზაზა გუგავასაც. როგორც მისი მეუღლე, ინგა გუგავა ნეტგაზეთთან ამბობს, ზაზა გუგავამ, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანია, დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც შსს-მ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ამავე აქციაზე დასველების შემდეგ შეუძლოდ გახდა „ფორმულას“ ოპერატორიც.

უფლებადამცველები ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ