ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის მშობლები აქციას აანონსებენ და საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვენ

27 აგვისტო, 2020 • 1110
ბაჩალიაშვილის მშობლები აქციას აანონსებენ და საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვენ

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები, თეონა თამაზაშვილი და ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, კვირას, 30 აგვისტოს, პროკურატურასთან აქციას აანონსებენ შვილის საქმის გამოძიების და გამოძიებაში FBI-ს ჩართვის მოთხოვნით და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„ვაანონსებთ აქციას კვირას, 2 საათზე, ორთაჭალის პროკურატურის შენობასთან. მე, დედა, თეონა თამაზაშვილი, და მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, მოგიწოდებთ ყველას, საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით“, – წერს თეონა თამაზაშვილი ფეისბუკზე.

„ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, გთხოვთ, გამოხვიდეთ საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ, რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა, აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად, რადგან ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად“, – წერს იგი.

ამას გარდა, მშობლები მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრებს, სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს.


გირჩევთ ასევე:

გვაჩვენონ, როდის გამოდის ეს 3 მანქანა შავნაბადის ბაზიდან – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი