ახალი ამბები

ბაჩალეიშვილის საქმის შესაძლო ფალსიფიკაციაზე გამოძიება დაიწყო

2 მაისი, 2023 • 1002
ბაჩალეიშვილის საქმის შესაძლო ფალსიფიკაციაზე გამოძიება დაიწყო

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლი,ს სერგო შუბითიძის მიერ „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე.

პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა სერგო შუბითიძე, რომლის გამოკითხვა დღეს, 2 მაისს შედგება.

„სერგო შუბითიძე იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე. სერგო შუბითიძის გამოიკითხება მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ სჯერა ბაჩალეიშვილის თვიმკვლელობის. მან ისაუბრა საქმის გარემოებებზე, რომელიც საეჭვოდ მიაჩნია და მიანიშნებს, რომ საქმე შესაძლოა გაყალბებული იყოს.

„არ მჯე­რა, რომ თავი მოიკლა“ – ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელეობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, თქვა რა, რომ ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი