ახალი ამბები

ბაჩალეიშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს

16 ოქტომბერი, 2023 •
ბაჩალეიშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ერთწლიანი პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს.

როგორც „ნეტგაზეთს“ შუბითიძის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განუცხადა, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით ორი თვის წინ მიიღო.

სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, აღნიშნულის შემდეგ, პარასკევს, შუბითიძესთან ინტერვიუ კვლავ ჩაწერეს, რა დროსაც ის აცხადებდა, რომ უთვალთვალებდნენ და ინტერვიუში მოთხრობილი ფაქტების უარყოფას სთხოვდნენ.

25 ივნისს შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. მან ბრალი აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი