ახალი ამბები

აშშ-მა კადიროვსა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

20 ივლისი, 2020 • 1387
აშშ-მა კადიროვსა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-მა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის სანქციები დაუწესა კადიროვსა და მის ოჯახს – ცოლს მედნი კადიროვასა და მის შვილებს, აიშატ და კარინა კადიროვებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო განცხადებაში აღნიშნავს, სანქციები კადიროვს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის დაეკისრა, მათ შორის არის წამების, სასამართლოს გარეშე სიცოცხლის მოსპობისა და მოქალაქეთა იძულებითი გაუჩინარების ფატები.

„ჩვენ ყოყმანის გარეშე გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლო გზას იმისთვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა უპირობოდ დადგეს“, – ამატებს პოპმეო.

ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაშ, კადრიოვისა და მისი ოჯახის მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვთ.

„დღევანდელი ქმედების მიზანია შევატყობინოთ კადრიოვს, რომ მის ჩართულობას უფლებათა უხეშ დარღვევაში აქვს შედეგები როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას თავად კადიროვი ტელეგრამის არხზე გამოეხმაურა.

„პომპეო, ჩვენ მივიღეთ გამოწვევა! ამიერიდან უფრო საინტერესო იქნება!“, – დაწერა კადიროვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი