ახალი ამბები

თქვენი ქცევის შედეგია, რომ არავის უნდა ინვესტირება საქართველოში – ჯოხთაბერიძე ბექაურს

11 ივლისი, 2020 • 1874
თქვენი ქცევის შედეგია, რომ არავის უნდა ინვესტირება საქართველოში – ჯოხთაბერიძე ბექაურს

კომპანია “მაგთის” მეწილე გია ჯოხთაბერიძემ 10 ივლის, საკომიტეტო განხილვისას, კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური გააკრიტიკა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტების გამო. ბექაური აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში სასაუბროდ იყო მისული.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში და კომუნიკაციების კომისიას ეძლევა უფლება, მაქსიმუმ 2 წლის ვადით დანიშნოს დროებითი მმართველი კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ კომპანიაში [მაგალითად, ინტერნეტ პროვაიდერში], თუ ჩათვლის, რომ მოქმედი მმართველები საფრთხეს უქმნიან მოქალაქეთა ინტერესს

“არსი არის, რომ გსურთ, ნაჩქარევად გააპაროთ ამოფარებული ვირტუალური მტრის წინააღდმეგ, რომ მან რამე არ გაბედოს. ამითი გინდათ გაატაროთ ეს კანონი. ეგრე არ არის. ეს კანონი უფრო მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი საკითხი: საქართველოს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები მთელ მსოფლიოში ცივილიზებულ სამყაროსთან, დასავლურ სამყაროსთან, აშშ-თან,  ბიზნესის დაცვის შესახებ”, – მიმართა გია ჯოხთაბერიძემ კახა ბექაურს.

“მაგთის” მეწილემ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს შეახსენა ის საერთაშორისო ვალდებულებები, რაც საქართველოს ბიზნესის დასაცავად აქვს აღებული.

“თქვენ ითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ როდესაც ამერიკულმა კომპანიამ შეიძინა ლიცენზია აქ და ამის შემდეგ რაღაც კანონს აკეთებ და ეუბნები, “ააა, მე შენ შემიძლია დედა გიტირო”. წარმოგიდგენიათ, ამას რა რეაქცია ექნება? მერე ვიძახოთ, კონგრესი არ ვარგა, ის არ ვარგა, ცუდია, ის კარგი დეპუტატია, ის ლობირებულია და ა.შ.

იცით, რომ ლობირება არაფერ შუაშია იმ საკითხებზე, რაც გაჟღერდა. იცით, რაშია საქმე? მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ ბრძანდებით თავმჯდომარე, ორმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ მაიტოვა საქართველო და წავიდა ჩვენგან. როგორც იქცევით, აი, იმის შედეგად მივიღეთ ეს. იცით, რატომ მივიღეთ ეს შედეგი? აღარ უნდა ინვესტირების გაკეთება ხალხს საქართველოში”, – თქვა გია ჯოხთაბერიძემ.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი