საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში, „რა თქმა უნდა“, შეიძლება იყოს პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა იყოს ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ სიაში, გახარიამ ასე უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე“.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” დამფუძნებელია, პარტიის პროპორციულ სიაში ჯერ არცერთ არჩევნებზე ყოფილა. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში.
გარდა ამისა, გახარიამ საკუთარ ადგილზეც ისაუბრა „ოცნების“ სიაში და თქვა, რომ მისთვის „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, რომელი ნომერი იქნება:
„საარჩევნო სიაში მე ვიქნები ბოლო ნომერი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით“, — უპასუხა გახარიამ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „მთავარია ქვეყანამ, ყველამ ერთად- ოპოზიციამ, მმართველმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები“.