“ჩვენ უნდა დაგვერქმია “გაასწორე საქართველო”, მაგრამ ჟღერადობა ისეთი ჰქონდა, რომ გადავიფიქრეთ და “შეცვალე საქართველოთი” შევცვალეთ. როგორც ვიცით, პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში არ არის “შეცვალეს” პოლიტიკური გაერთიანება. მე არც გამიგია “შეცვალე საქართველო” და არსად მინახავს ტელევიზიით. მე ვარ საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც რეალურად არის მსხვერპლი ამ სისტემის და მე მინდა, რომ შევცვალო რაღაცები”, – ამბობს ბიზნესმენი გიორგი გაგნიძე “მთავარ არხთან” საუბარში.

20 ივნისს საჯარო რეესტრს ახალი პარტიის რეგისტრაციის თხოვნით ლელა გულედანმა მიმართა. ის პარტია “არჩევანი სამშობლოსთვის” რეგისტრაციას ითხოვს.

როგორც ცნობილია, 2020 წლის არჩევნები, ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ახალი სისტემით ჩატარდება: პროპორციული წესით აირჩევა 120 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარულით – 30. ბარიერი, რომელიც პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად უნდა გადალახოს, 1 პროცენტია. დღეისათვის საქართველოში 250-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული, თუმცა უცნობია, რამდენი მათგანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.