“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ზარებს უსმენდნენ.
მისი თქმით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობის აღმოჩენის შედმეგ დღისწესრიგიდან არანაირი პრობლემა არ მოხსნილა და კითხვის ნიშნები მმართველ პარტიასთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში კლვას რჩება. თუმცა, როგორც ნიჟარაძე ამბობს, საინტერესოას, თუ საიდან იცოდა”ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული უზუსტობის შესახებ მანამ, სანამ ამის შესახებ ორგანიზაცია საჯაროდ განაცხადებდა.
“ეს შედეგები და ის შედეგები, რაც პირველი ტურის შემდეგ დააფიქსირა ცესკომ, ამ შედეგების მიხედვით მანდატების რაოდენობა ერთმანეთს ემთხვევა. ისინი ამ სტრატეგიას აწარმოებენ და ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ ამაში. თვითონ აცხადებენ, გვქონდაო და ვიცოდითო და მეც ძაან მაინტერესებს საიდან იცოდნენ, საზოგადოებას ამაზე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია. უცბად რომ აღმოჩნდეს და გავიგო, რომ ჩემს სატელეფონო ჩანაწერებს ისმენდნენ, რომ გითხრათ გამიკვირდება-მეთქი, ნამდვილად არა”, — განუცხადა “ტვ პირველს” ელენე ნიჟარაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.