ახალი ამბები

ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ — კობახიძე

10 ნოემბერი, 2020 • 1121
ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ — კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზოციას ულტიმატუმის ენით საუბრის უფლება არ აქვს და ამას არავინ “გაუტარებს”.  ამის შესახებ მან ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საერთაშორისო პარტნიორი ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს და ისინი ულტიმატუმებზე მკაცრ პასუხს მიიღებენ. როგორც კობახიძე ამბობს, მმართველი გუნდი ოპოზიციის “სწორ გზაზე” დასაყენებლად მუშაობს.

“რაც შეეხება ულტიმატუმს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და მერე დასხდებიან მაგიდასთან, ეს არის სწორედ არასწორი საუბარი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ქართული საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, ბუნებრივია, მათ საკუთარი მიდგომა უნდა შეიცვალონ. ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი [ოპოზიცია] სწორ გზაზე დავაყენოთ”, — განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებისა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით ერთი კვირაზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მთავარი წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა.

ოპოზიციასთან ნებისმიერი თანამშრომლობის წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა – თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი