რუსეთის მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იაკუშევს კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც რუსული სამთავრობო მედიასაშუალება “რია ნოვოსტი” იტყობინება, ინფიცირებულია იაკუშევის მოადგილეც.

გუშინ, 30 აპრილს, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსაც.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 114 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 1 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რუსეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა