რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც რუსული სახელმწიფო მედია „ტასსი“ წერს, მიშუსტინმა ამის შესახებ თავად განაცხადა.
„ახლახან გახდა ცნობილი, რომ ტესტები, რომლებიც მე კორონავირუსზე ჩავაბარე, დადებითი აღმოჩნდა“, — განუცხადა მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვიდეოკონფერენციის დროს.
„ტასსის“ ცნობით, მიშუსტინის მოვალეობებს პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი შეასრულებს.
ოფიციალური ცნობებით, რუსეთში 30 აპრილისთვის კორონავირუსით 100 000 ადამიანზე მეტი დაავადდა. 11 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1073.