ახალი ამბები

“შეიძლება, ცილისწამებაც არის” – მღვდელმთავარი ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის დაკავებაზე

28 აპრილი, 2020 • 1166
“შეიძლება, ცილისწამებაც არის” – მღვდელმთავარი ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის დაკავებაზე

ქუთაისის ეპარქიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი არ გამორიცხავს, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარის მიმართ წაყენებული ბრალდებები ცილისწამება იყოს.

„თქვენ იქ არ იყავით და ამიტომ ჭორის დონეზე ნუ ლაპარაკობთ”, – მიმართა ქუთაის-გაენათელმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.

მიტროპოლიტის თქმით, თავად არ იცის, რა მოხდა რეალურად და შეფასებას ვერ გააკეთებს.

“მე არ მგონია, იქ პოლიციელები ყოფილიყვნენ. შეიძლება, ცილისწამებაც არის. ბერებს ჰკითხეთ? მათ ჰკითხეთ, მე რა ვიცი. შეფასება შეიძლება იმისი, რაც იცი. რაც არ იცი, იმის შეფასება არის ცილისწამება. თუ დაკავებულია, მაშინ დაელოდეთ გამოძიებას. მე არ ვიცი, ვინ არის დაკავებული. პოლიციელი იყო ვინმე? მოწმე ვინმე არის ბერების მეტი? არავინ არ არის და რატომ ლაპარაკობენ? თითქოს ჩასაფრებული ხართ, რომ მაინცდამაინც დანაშაული იპოვოთ სადღაც”,-აცხადებს მიტროპოლიტი. მის კომენტარს ფორმულა ავრცელებს.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

საქმე ეხება სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დავითმა არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა. ეპარქიაში ეს ინფორმაცია უარყვეს.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი