ახალი ამბები

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავეს

27 აპრილი, 2020 • 7502
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავეს

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

საქმე ეხება სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დავითმა არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა. ეპარქიაში ეს ინფორმაცია უარყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული კ.კ. (ერისკაცობის სახელი) ქარელში დააკავეს.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი