ახალი ამბები

პროკურატურა ყინწვისის მონასტრის წინამძღვრისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

28 აპრილი, 2020 • 1089
პროკურატურა ყინწვისის მონასტრის წინამძღვრისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ბრალი წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ (ყინწვისის მონასტრის წინამძღვარ დავითის საერო სახელის ინიციალები) ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ საბა ჟღენტის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. არქიმანტრიტმა საბა ჟღენტმა შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ სასულიერო პირს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი