ახალი ამბები

თბილისში ველოსიპედების შემოყვანას ვაპირებთ – კალაძე

27 აპრილი, 2020 • 1385
თბილისში ველოსიპედების შემოყვანას ვაპირებთ – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ახლო მომავალში თბილისში ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს.

კახა კალაძემ დღეს, 27 აპრილს, ელექტროსკუტერების სერვისი წარადგინა, რომელიც, მერიის თქმით, ტრანსპორტის ალტერნატივა შეიძლება გახდეს.

ამ ეტაპზე ელექტროსკუტერით სარგბელობა პირველი ათი წუთით უფასოა. მეორედ, სკუტერის ჩართვა 1 ლარი ღირს, ხოლო თითოეული წუთი- 0.35 თეთერი. ანუ მეორე 10 წუთის ფასი 4.5 ლარი გამოდის, 20 წუთის – 8 ლარი (ერთხელ ქირაობაზე) და ა.შ.

„დედაქალაქის მერია მომავალში გეგმავს ველოსიპედების შემოყვანას. მათ შორის, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების – მათთვის, ვისაც უფრო კომფორტულად მგზავრობა უნდა, ბავშვები ჩაისვან უკან და თვითონ ველოსიპდები გაატარონ“ ,- ამბობს კალაძე და ამატებს, რომ ველოსიპედებით სარგებლობის საფასურის გადახდა მეტრონომით იქნება შესაძლებელი.

შენიშვნა – შესწორდა სკუტერის ქირაობის ფასი.

თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა

მასალების გადაბეჭდვის წესი