ახალი ამბები

მერია იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდს აიღებს

21 მარტი, 2024 • 957
მერია იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდს აიღებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამო თბილისში, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი იგეგმება.

მისივე თქმით, აღნიშნული ხიდის მდგომარეობიდან და დიდი ფინანსური რესურსის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაცია გამოირიცხა:

„აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. ის არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც, ფაქტობრივად, ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითთა გადასასვლელები და შუქნიშნებია მოწყობილი, ხიდი კი უფუნქციო გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი