ახალი ამბები

მოდის ილუსტრაციები ჩრდილოეთის ქვეყნებიდან – თბილისის მოდის კვირეულის გახსნა [ფოტო]

9 ოქტომბერი, 2015 • • 1994
მოდის ილუსტრაციები ჩრდილოეთის ქვეყნებიდან – თბილისის მოდის კვირეულის გახსნა [ფოტო]

8 ოქტომბერს, 18:00 საათზე თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (MOMA TBILISI) შვედი, ესტონელი, ფინელი, დანიელი და ნორვეგიელი ილუსტრატორების ესკიზების გამოფენა “ნორდიკული ქვეყნების მოდის ახალი გამოფენა” გაიხსნა.

თბილისში ჩატარებულ გამოფენას წინ უსწრებდა ესტონელი, ფინელი და შვედი მხატვრების მიერ შექმნილი ილუსტრაციების გამოფენები.  გამოფენას ნორვეგიელი და დანიელი ხელოვანებიც შეუერთდნენ.

მის განხორციელებაში თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებთან ერთად საქართველოში ესტონეთის, შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის საელჩეობმაც მიიღეს მონაწილეობა.

თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ესკიზები გაიყიდება, შემოსულ თანხას კი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ცხოვრების პირობების გასაუმჯობებლად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების- “პირველი ნაბიჯისა” და საქართველოს ძაღლთა ორგანიზაციის მხარდასაჭერად გამოიყენებენ.

გამოფენის კურატორი ტოომას ვოკმანი ამბობს, რომ გამოფერნაზე წარმოდგენილი ესკიზები სკანდინავიის ქვეყნების საუკეთესო ილუსტრატორების შემოქმედებითი მიდგომის ყოვლისმომცველ სურათია და  უფრო მეტად კომერციული დანიშნულების მქონე ნამუშევრების ნაკრებია.

“რატომ ვსაუბრობთ სკანდინავიური მოდის ილუსტრაციაზე? ალბათ იმიტომ, რომ სკანდინავიელმა მხატვრებმა შექმნეს შემქმნელის მითი, რომელიც სილამაზეს ხედავს შორეული ადგილიდან და მომენტალურსა და მუდმივს ერთი შტრიხით განაზოგადებს”, – ამბობს ტოომას ვოკმანი.

მისი თქმით, 500 წელია რაც მოდის ილუსტრაცია აქტუალურია. ორი მსოფლიო ომის პერიოდში ის პოპულარული იყო, თუმცა 50-იან წლებში ფოტოგრაფიის განვითარებასთან ერთად მან პოზიციების დაკარგვა დაიწყო.

60-იან წლებში მოდის ილუსტრაციამ გამოცოცხლება დაიწყო და ახალი ესთეტიკური სახეების მოძიება დაიწყო, თუმცა ამ პროცესს ახლავს ისიც, რომ  წინა პერიოდების მრავალი შედევრი დავიწყებას მიეცა.

ვოკმანის თქმით, მოდის ილუსტრაცია ყოველთვის უკავშირდება რეკლამას, გაყიდვებსა და ხელოვნებას და ამავე დროს ამ სფეროებს შორის იმყოფება. მოდის ილუსტრაციები, ერთი მხრივ, ასახავს თანამედროვე მომხმარებლურ საზოგადოებას, ხოლო, მეორე მხრივ, ერთგული რჩება მხატვრის ევროპული ტრადიციის ძირეული ღირებულებისადმი.

ილუსტრატორების ესკიზების გამოფენა ჩრდილოეთის ქვეყნებიდან 13 ოქტომბრამდე გასტანს და მასზე დასწრება თავისუფალია.

'ნორდიკული ქვეყნების მოდის ახალი გამოფენა' თბილისის მოდის კვირეულზე. 08.10.2015

‘ნორდიკული ქვეყნების მოდის ახალი გამოფენა’ თბილისის მოდის კვირეულზე. 08.10.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი