ახალი ამბები

სვეტლანა ალექსიევიჩმა ნობელის ლიტერატურის პრიზი მიიღო

8 ოქტომბერი, 2015 •
სვეტლანა ალექსიევიჩმა ნობელის ლიტერატურის პრიზი მიიღო

გადაწყვეტილება პროფესორმა სარა დანიუსმა, შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა, დღეს, 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

სვეტლანა ალექსიევიჩი მუშაობდა მასწავლებლად და ჟურნალისტად.  1967-1972 წლებში სწავლობდა ჟურნალისტიკას მინსკის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო  სამუშაოდ გააგზავნეს ბელარუსის საზღვრისპირა ქალაქ ბრესტში.

 

თუმცა მოგვიანებით იგი დაბრუნდა მინსკში და დაიწყო “სელსკაია გაზეტაში” მუშაობა. ამ პერიოდში მოაგროვა მასალები თავისი პირველი წიგნისთვის “ომის არაქალური სახე”, რომელიც შედგება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალებთან ჩაწერილი ინტერვიუებისაგან. წიგნი 1988 წელს გამოიცა.

 

“ომის არაქალური სახე” არის პირველი წიგნი ციკლიდან “უტოპიის ხმები”, რომელშიც ცხოვრება დანახული საბჭოთა კავშირში ინდივიდის გადმოსახედიდან.

 

სვეტლანა ალექსიევიჩი 1948 წლის 31 მაის უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკივსკში დაიბადა. ამჟამად ცხოვრობს მინსკში.

 

ნობელის პრიზი ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. ის სულ 111-მა ავტორმა მიიღო. ამათგან 13 ქალი ლაურეატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი