ახალი ამბები

ნობელის პრემია გადაეცათ მეცნიერებს ტექნოლოგიისთვის, რომლითაც კოვიდვაქცინა შეიქმნა

2 ოქტომბერი, 2023 • 1065
ნობელის პრემია გადაეცათ მეცნიერებს ტექნოლოგიისთვის, რომლითაც კოვიდვაქცინა შეიქმნა

მეცნიერებს, რომლებმაც აღმოაჩინეს მეთოდი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენეს, მედიცინაში ნობელის პრემია მიიღეს.

უნგრელმა მეცნიერმა, დოქტორმა კატალინ კარიკომ ამერიკელი კოლეგასთან, დოქტორ დრიუ ვეისმენთან ერთად შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც მ-რნმ ვაქცინების შექმნაა შესაძლებელი.

ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელიც ვირუსის ან ბაქტერიის ინაქტივირებულ ვერსიას იყენებს, მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ, ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია.

ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. შემდგომში, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს, და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს.

ასეთი ტექნოლოგიით შექმნილ კოვიდ ვაქცინებს შორის იყო Pfizer-ისა და Astrazeneca-ს მიერ წარმოებული პრეპარატები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ მაღალი დაცვითი უნარებით გამოირჩეოდა.

აღნიშნული ტექნოლოგია კორონავირუსის პანდემიამდე ექსპერიმენტულად ითვლებოდა. ამჟამად მეცნიერები ამ ტექნოლოგიის გამოყენებით კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაზე ატარებენ კვლევებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი