ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

22 აპრილი, 2020 • 1582
საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

97 მომხრე და 10 წინააღმდეგი – პარლამენტმა ამ შედეგით მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელებას 2020 წლის 22 მაისამდე.

საგანეგბო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირეს ენმ-სა და “ევროული საქართველოს” წევრებმა, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა. ისინი ხელისუფლებისგან კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას ითხოვენ, რომელიც მთავრობას ამ დრომდე არ წარმოუდგენია. მთავრობამ ასეთი გეგმის გასაჯაროების პირობა 24 აპრილისთვის დადო.

მთავრობის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის უპირობოდ გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს

მასალების გადაბეჭდვის წესი