პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ქონების გადასახადის ზღვარი გაიზრდება.

„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ბიუროს დღეს, 28 სექტემბერს, წარედგინა.

„საქმე ეხება ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000-ლარიანი ზღვრის დატოვებას“, – განაცხადა პარლამენტის შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

დღეს მოქმედი კანონის თანახმად, ქონების გადასახადს ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში იხდის, თუ მისი ან ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება.

ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ინიციატივაა.