ახალი ამბები

ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები მაიმუნის ცნობილ სელფიზე? – სასამართლო დავა აშშ-ში

23 სექტემბერი, 2015 • • 5587
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები მაიმუნის ცნობილ სელფიზე? – სასამართლო დავა აშშ-ში

ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სადავო სურათი 6 წლის მაკაკამ სახელად ნარუტომ გადაიღო ინდონეზიაში, თუმცა ამისათვის ბრიტანელი ფოტოგრაფის დევიდ სლეიტერის ფოტოაპარატი გამოიყენა. ფოტოკამერა, რომელსაც მაიმუნმა ხელი დააჭირა, სწორედ ამ ფოტოგრაფს ეკუთვნის. შემდგომში სლეიტერმა ეს ფოტო დაბეჭდა წიგნში: ველური ბუნების პერსონაჟები.

მაიმუნი ნარუტოს სელფი და დავა საავტორო უფლებების გარშემო
მაიმუნი ნარუტოს სელფი და დავა საავტორო უფლებების გარშემო

ამის შემდეგ ეს ფოტო ფართოდ გავრცელა ინტერნეტში, მათ შორის ვიკიპედიაზეც, რომელიც ამტკიცებს, რომ რადგან ის ცხოველის მიერაა გადაღებული, ფოტოგრაფ სლაიტერს მასზე საავტორო უფლებები არ ეკუთვნის.

“აშშ-ის საავტორო ოფისმაც ითამაშა თავისი როლი ამ ინციდენტში, რადგან თავისი რეგულაციები განაახლა და განაცხადა, რომ საავტორო უფლებები მხოლოდ ადამიანების ნაშრომებზე ვრცელდება და ცხოველთა სელფები ამ კატეგორიაში არ ექცევა”, – წერს თაიმი.


თუმცა PETA-ს ადვოკატი მიიჩნევს, რომ აშში-ს საავტორო ოფისის ეს პოლიტიკა ამ კონკრეტულ შემთხვევას საერთოდ არ ეხება. მისი თქმით, კანონმდებლობა ავტორებს საავტორო უფლებებს ორიგინალური ნაშრომებისათვის ანიჭებს, თუმცა არ აკონკრეტებს ავტორის სახეობას, იქნება ეს ადამიანი თუ ცხოველი.

ორგანიზაცია მაიმუნისთვის არა მხოლოდ საავტორო უფლებების მინიჭებას მოითხოვს, არამედ სურს, რომ PETA გახდეს ამ უფლების ადმინისტრატორი.


“საავოტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობა ძალიან მარტივია. ეს უფლება ეკუთვნის  არა იმას, ვისი კამერაცაა, არამედ იმას, ვინც ფოტო გადაიღო”, – ამბობს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ადვოკატი ჯეფრი კერი AP-თან საუბარში.


ფოტოგრაფი დევიდ სლეიტერი კი აცხადებს, რომ ამ ფოტომასალაზე საავტორო უფლებები ბრიტანეთის სასამართლომ მიანიჭა, ამიტომ მისი უფლებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა გავრცელდეს.

2011 წელს მაიმუნმა ნარუტომ სლეიტერის კამერა გაიტაცა და საკუთარ თავს ფოტოები გადაუღო.


მაიმუნი ნარუტო და დევიდ სლეიტერი
მაიმუნი ნარუტო და დევიდ სლეიტერი

მასალების გადაბეჭდვის წესი