ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის გამოძიება დაიწყო

2 თებერვალი, 2024 • 948
საგამოძიებო სამსახურმა საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი).

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ისინი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი