საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, 2020 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 232 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, მათ შორის 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 118 ფაქტი
გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
იმერეთში კი დაფიქსირდა 34 ფაქტი. ამასთან უწყების ცნობით, აჭარაში – 20, ქვემო ქართლში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 13, შიდა
ქართლში – 12, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში – 3-3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 2 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს – თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი დაფიქსირდა.
უწყების ცნობით,ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 244 მ3-მდე ხე-ტყე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტ, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.