ახალი ამბები

ხიდაშელი: მთავრობა მკაცრ დიპლომატიურ პოლიტიკას ახორციელებს ნატოში ინტეგრაციის გზის შესამოკლებლად

11 აგვისტო, 2015 •
ხიდაშელი: მთავრობა მკაცრ დიპლომატიურ პოლიტიკას ახორციელებს ნატოში ინტეგრაციის გზის შესამოკლებლად

”ნათლად უნდა ითქვას, რომ საქართველო ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციიკენ. საქართველოს მთავრობა ახორციელებს მკაცრ დიპლომატიურ პოლიტიკას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ევროკავშირში ინტეგრაციის დასრულებისა და ნატოში ინტეგრაციისათვის გზების შესამოკლებლად. ვერანაირი პროვოკაცია ამ პროცესს ვერც შეანელებს და ვერც შეაჩერებს.

 

ჩვენ ზუსტად ვიცით ვინ არიან ჩვენი მოკავშირეები და ნაბიჯებს ვდგამთ წინ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გასამტკიცებლად. აშშ საქართველოს პირველი სტრატეგიული მოკავშირეა. ამაყი ვარ, რომ სულ ახლახანს დავასრულეთ პირველი და ყველაზე მასშტაბური ერთობლივი წვრთნები და ამერიკელი ჯარიკაცები ქართველი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას.

 

საქართველომ ისწავლა საკუთარ შეცდომებზე. ჩვენ ვიყენებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც სურს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ხელის შეწყობა ჩვენი მიზნის, ევროკავშირსა და ნატოს დემოკრატიულ ოჯახებში გაერთიანების, აღსრულების პროცესში,” – ნათქვამია თავდაცვის მინისტრის წერილში, რომელიც Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი