ახალი ამბები

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსული კანონის მიღება ქვეყანას ევროპულ ღირებულებებს აშორებს

10 ივლისი, 2024 •
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსული კანონის მიღება ქვეყანას ევროპულ ღირებულებებს აშორებს

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჯა ლაბიბის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება ქვეყანას ევროპულ ღირებულებებთან აშორებს.

მინისტრმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

მან ქართველ კოლეგას მოუწოდა, რეფორმების ვალდებულება შეინარჩუნოს.

“ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს.

ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ვალდებულება შეინარჩუნონ”, – წერს ლაბიბი სოციალურ ქსელში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აჯა ლაბიბს NATO-ს სამიტის ფარგლებში შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი