კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დააჩქაროს რეფორმები ალიანსში გასაწევრიანებლად. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში კოლომინა კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
“NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობის და მოუწოდებს მის მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების ხელშესაწყობად”, – წერს კოლომინა X-ზე.
#NATO supports Georgia’s sovereignty and territorial integrity, is committed to our long-standing partnership with 🇬🇪 and calls on its government to accelerate reforms to strengthen democratic institutions and advance 🇬🇪 people’s aspirations towards Euro-Atlantic integration pic.twitter.com/HYF8fpN360
— Javier Colomina (@JavierColominaP) July 15, 2024
ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღებამდე, კოლომინა წერდა, რომ მისი საპარლამენტო განხილვაც კი იყო უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.