ახალი ამბები

ხიდაშელი: რუსეთის სიდიდე არ უნდა საზღვრავდეს ვისი პასუხისმგებლობა დადგება ჰააგაში

8 აგვისტო, 2015 • • 1039
ხიდაშელი: რუსეთის სიდიდე არ უნდა საზღვრავდეს ვისი პასუხისმგებლობა დადგება ჰააგაში

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე შვიდი წელი გავიდა და შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობის საქმეებზე გადაწყვეტლებების მიღებას ამდენი დრო სჭირდებოდეს. იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოხდება ამ საქმის გახსნა და ოფიციალურად გამოცხადდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. სახელმწიფოების ზომით არ უნდა ისაზღვრებოდეს ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ჰააგაში, იმის გამო, რომ რუსეთი დიდი და გავლენიანია ეს არ უნდ იყოს შემაფერხებელი ობიექტური, სამართლიანი წარმოების დაწყებისთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

ხიდაშელის თქმით, აღნიშნულ წარმოებაში იგი 2009 წლიდან იყო ჩართული. მისი თქმით, მან უამრავი მასალა გაუგზავნა ჰააგის სასამართლოს, მათ შორის ეთნიკური წმენდის მტკიცებულებები.

თინა ხიდაშელი. ფოტო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თინა ხიდაშელი. ფოტო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი