ახალი ამბები

თინა ხიდაშელი: ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას

29 ნოემბერი, 2024 •
თინა ხიდაშელი: ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მოსახლეობა და სამშობლო ქართულმა ჯარმა უნდა დაიცვას.

“მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! ახლა კეკლუცის დრო არ არის. ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება”, – წერს თინათინ ხიდაშელი და დასძენს:

“ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა. ფართო ფრონტი და დისციპლინა. ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც!”


  • სპეცრაზმი გამთენიისას ფიზიკურად გაუსწორდა ანტირუსული აქციის მონაწილეებს და დაშალა აქცია რუსთაველის გამზირზე, დააკავა მომიტინგეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი