ახალი ამბები

“კაა” და კუპრავა არავის ახსოვს, იფიქრეს, გავლახოთ და დავაბრალოთ “ოცნებას” – ვოლსკი

28 თებერვალი, 2020 • 1896
“კაა” და კუპრავა არავის ახსოვს, იფიქრეს, გავლახოთ და დავაბრალოთ “ოცნებას” – ვოლსკი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტარი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აქტივისტ ზვიად კუპრავას თავად ოპოზიციამ სცემა, რათა შემდეგ მმართველი გუნდისთვის დაებრალებინა.

“ის “კაა” და ზვიად კუპრავა არავის აღარ ახსოვს. იფიქრეს, მოდი გავლახოთ და დავაბრალოთ “ქართულ ოცნებას”. ზვიად კუპრავა, რომელმაც თავისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამოწურა “ნაციონალური მოძრაობისათვის”, იგივე “ევროპული საქართველოსათვის”, ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დაესხა თავს. მე ვფიქრობ, პირიქით, თუ ვინმეს აწყობდა ასეთი განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს, უკვე გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას გალახვა, ეს არის ის პარტია, რომელსაც წარმოადგენს ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი”, – უთხრა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

ზვიად კუპრავას თავს უცნობი პირები 27 თებერვალს დაესხნენ. ის ამ თავდასხმას თავის საქმიანობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებს უკავშირებს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ჯერჯერობით, დაკავებული არავინაა.

ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი