ახალი ამბები

ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ

27 თებერვალი, 2020 • 1202
ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ

ზვიად კუპრავას თქმით, თავს დაესხნენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, კუპრავაზე თავდასხმა მის სახლთან მოხდა. თავად კუპრავა მომხდარს საკუთარ  საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ხელისუფლება აქციებში მონაწილეობის გამო გაუსწორდა.

“მანქანიდან ჩამოვედი და ამ დროს ორი ბიჭი მოვიდა თითქოს რაღაცის კითხვა უნდადთ. ამ დროს სახეში გაურკვეველი ნივთიერება შემომასხეს. დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე, ამის შემდეგ სახის არეში ფეხებით დამიწყეს ცემა. თავდასხმა იყო ჩვეულებრივი. რამოდენიმე დღის წინ სტატისტიკაც გამოვაქვეყნე.. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ათი აქცია მქონდა, შესაბამისად, ეს ხელისუფლების მხრიდან პასუხი იყო, “-ამბობს ის.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი