“ჩვენ მხოლოდ რუსეთი არ გვყავს მეზობელი და გამოწვევები ჩვენს რეგიონში გაცილებით უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე – ერთი მხოლოდ რუსული საფრთხე. პირდაპირ და მყისიერი საფრთხე ჩვენს ქვეყანას რუსეთიდან ემუქრება, მაგრამ ISIS-ის გაძლიერების შემთხვევაში, თუკი ასეთი რამ მოხდა, ან ნებისმიერი სხვა რამ ისეთივე რეაგირებას საჭიროებს საქართველოს მხრიდან, როგორც რუსული საფრთხე”, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

 

თინა ხიდაშელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ვარშავის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, “ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს რუსულ ბილეთებს ყიდიან, ამას საკუთარი რიტორიკის ნაწილად აქცევენ”.

 

“საქართველოში MAP-ის თემამ შეიძინა სრულიად უსამართლოდ და დაუმსახურებლად ძალიან მაღალი პოლიტიკური წონა და ამიტომ ვლაპარაკობთ ამაზე”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

ვრცლად ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან იხილეთ ვიდეომასალაში:

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *