თურქული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია “პეგასუსის” თვითმფრინავის კაპიტანმა სტამბოლში, “საბიჰა გოქჩენის” აეროპორტში დაშვებისას გონება დაკარგა. თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვება მეორე პილოტმა შეძლო.
ლაინერის კაპიტანი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მისი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა პილოტის გონების დაკარგვის მიზეზი. ინციდენტი 11 თებერვალს, მაშინ დაფიქსირდა, როდესაც თვითმფრინავმა ვენა-სტამბოლის რეისი შეასრულა.
რამდენიმე დღის წინ “პეგასუსის” თვითმფრინავი ასევე “საბიჰა გოქჩენის” აეროპორტში ასაფრენ ბილიკს გასცდა და ნაწილებად დაიშალა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაშავდა.
“პეგასუსის” თვთითმფრინავის ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა