“პეგასუსის” თვთითმფრინავის ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

3 ადამიანი ემსხვერპლა და 174 დაშავდა 5 თებერვალს სტამბოლში მომხდარ ავიაინციდენტს. სტამბულის “საბიჰა გოქჩენის” საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია “პეგასუსის” სამგზავრო თვითმფრინავი, Boeing 737-800 დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ნაწილებად დაიშალა. თვითმფრინავს გაუჩნდა ცეცხლი, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა მისი ჩაქრობა დროულად შეძლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა იზმირი-სტამბულის რეისი შეასრულა. ბორტზე 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. … ვრცლად “პეგასუსის” თვთითმფრინავის ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა