ახალი ამბები

“პეგასუსის” თვთითმფრინავის ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

6 თებერვალი, 2020 •
“პეგასუსის” თვთითმფრინავის ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

3 ადამიანი ემსხვერპლა და 174 დაშავდა 5 თებერვალს სტამბოლში მომხდარ ავიაინციდენტს. სტამბულის “საბიჰა გოქჩენის” საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია “პეგასუსის” სამგზავრო თვითმფრინავი, Boeing 737-800 დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ნაწილებად დაიშალა. თვითმფრინავს გაუჩნდა ცეცხლი, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა მისი ჩაქრობა დროულად შეძლეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა იზმირი-სტამბულის რეისი შეასრულა. ბორტზე 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა დაზიანებული თვითმფრინავის კადრები. საავამყფოებში 100-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. თურქული მედიის ინფორმაციით, მგზავრების უმრავლესობა თურქეთის მოქალაქეები არიან, თუმცა ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ 12 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც.

ბოლო მსგავსი ინციდენტი “პეგასუსის” თვითმფრინავს 2018 წლის იანვარშიც შეემთხვა. მგზავრებით სავსე თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე მოსრიალდა და შავი ზღვის სანაპიროზე ჩაცურდა. ბორტზე მყოფი 168 ადამიანიდან იმ დროსაც არავინ დაღუპულა. ინციდენტის სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი და წვიმა სახელდება, თუმცა გამოძიება დასრულებული არ არის.

“პეგასუსი” არის 20 წლის ავიაკომპანია, რომლის ავიაპარკში 83 საჰაერო ხომალდია, მათგად 47 ბოინგი და 36 ეარბასი.

ფოტო:EPA-EFE/SEDAT SUNA

ფოტო:EPA-EFE/SEDAT SUNA

მასალების გადაბეჭდვის წესი