ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღეს ჰკითხეს, კვლავ განიხილება თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლის საკითხი, რაზეც მან უპასუხა:
მე ყოველთვის მივდივარ, ცხოვრება მოძრაობაა, ყოველთვის ყველაფერი იცვლება, ყველაფერი თავის განვითარებას ჰპოვებს, ამიტომ, ყველაფერს უნდა დაველოდოთ. “დასპოილერება” მე ხომ არ მომიგონია? ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე მცნება და მინდა, ამ პოზიციაზე დავრჩე.
აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. სიხარულიც ბევრი იქნება, წერილებიც ბევრი იქნება, დასპოილერებაც ბევრი იქნება და საერთოდ, საინტერესო ცხოვრება გველოდება. საბოლოო ჯამში, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა”, – თქვა გიორგი გახარიამ, რომელიც ცერემონიების სასახლეში დონორთა კონფერენციას ესწრებოდა.