ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერ გიორგი გახარიას ჰკითხა, წერილი გინდათ თუ სიხარული, რაზეც გახარიამ უპასუხა:
“ჯერ ერთი, ამ კითხვაზე და თვალის ჩაკვრაზეც ექსკლუზივი მე მეკუთვნის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენგან მინდა სიხარული”, – უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილებს, სადაც კრიტიკულად იყო შეფასებული “ქართული ოცნების” ქმედებები და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
“რა კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისუაბროთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწავვე კითხვები, რომელიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას”, – თქვა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ შეშინებია მწვავე კითხვებზე მწვავე პასუხების გაცემის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გამომდინარეობს ორივე ქვეყნის ბუნებრივი ინტერესებიდან.