ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი 2 პირს წაუყენეს

21 დეკემბერი, 2019 • 1264
ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი 2 პირს წაუყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე ორ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-სვე განცხადებით, 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, სევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას
გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმების ინფორმაციით, ორი ოპერაცია დასჭირდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი