ახალი ამბები

გამსახურდიას საქმეზე 2 პირს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

11 სექტემბერი, 2020 • 1029
გამსახურდიას საქმეზე 2 პირს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ 2 პირს სასამართლომ თხუთმტწლიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდათ.

ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს კი, მოსამართლის განაჩენით, 4 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. გამსახურდია ჯერ თბილისის, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში მკურნალობდა. ამჟამად ის მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი